პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი

გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ “ბათუმელების” დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში!
აი ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.
მისივე თქმით, ალბათ მზია ამაღლობელიც შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი “გმირების” სიას. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია და თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი.
“გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ “ბათუმელების” დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში!
აი ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა. ეს ქალიც ალბათ შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი “გმირების” სიას.
ახლა კი მარტივი კითხვა: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც