პოლიციელის დაჭრის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყნეთის პოლიციის თანამშრომელს ვეძისში საკუთარ სახლთან გვიან ღამით ესროლეს.