თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი აძლევს ჩვენებას.
ბრალდებულის განცხადებით, სწორედ სუჯაშვილია ერთ-ერთი პოლიციელი, რომლის თანდასწრებითაც დასავლეთიდან თბილისისკენ ტრანსპორტირებისას მანქანაში მის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მუქარა განხორციელდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე გადაისინჯება დაკავებულ საბა სხვიტარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.




