პოლიციელების გაფრთხილებაზე ბევრი იცინა – მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს [VIDEO]

ინგლისის ნაკრების მორაგბე ბილი ვუნიპოლა მალიორკაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში დააკავეს.
ვიდეოში ჩანს, რომ ვუნიპოლა პოლიციის გაფრთხილებაზე სიცილს ვერ იკავებს, 31 წლის სპორტსმენი კი პოლიციელისკენ თავად გაემართა, რის გამოც სამართალდამცავებს ელექტროშოკის გამოყენება მოუხდათ.
Sky Sports-ის ცნობით, ვუნიპოლამ საპატიმრო მეორე დღესვე დატოვა და ჯარიმის სახით 240 ევროს გადახდა მოუწია.
ვუნიპოლა ამჟამად პრემიერშიპის გუნდ “სარასენსში” ასპარეზობს, კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ზომებს გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ.