პოლიციელებისთვის მუშაობისას დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური გარანტიები იზრდება

მოკლედ
· -მ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც პოლიციელების და მაშველების სოციალური დაცვის გარანტიები უმჯობესდება.
· ცვლილებებით პოლიციელებს მიეცემათ შესაძლებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო აიღონ ანაზღაურებადი შვებულება ერთი წლის ვადით და ამ დროის განმავლობაში მათი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
· სოციალური სიკეთეები სავარაუდოდ განევრობა პოლიციელების ოჯახის წევრებსა და ყოფილ პოლიციელებზეც.
· გაორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, ნაცვლად 15 000 ლარისა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა.
· ასევე, დაკრძალვის ხარჯები ნაცვლად არსებული – 5 00 ლარისა, განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით.
· იზრდება ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. პოლიციელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში ნაცვლად 7 000 ლარისა, გადაეცემა 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.
· ასევე, კანონს ემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით, რომლის დროსაც მისი გადაუდებელი სამეციდინო სერვისის, რეაბილიტაციის და ტრანსპორტირების თანხებს სრულად სახელმწიფო დაფარავს. მეტიც, 1 წლიანი ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება.
· ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი ხანგრძლივი შვებულების აღება შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ჯანმრთელობის პრობლემები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ გაჩენილა. ამ შემთხვევაში შვებულება გაიცემა 4 თვით და სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს კიდეც.
· სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, აგრეთვე, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე.
· სამედიცინო ხარჯების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების საკითხები დეტალურად გაიწერება მინისტრის ბრძანებით. ანალოგიური ცვლილებები შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა იგივე გარანტიებით ისარგებლონ მეხანძრე-მაშველებმა.”
ფორუმი