პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეებს აკავებს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პარტიის ორი წევრი იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე.
-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ “არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს”.
დაკავებულების შესახებ უწყებას განცხადება არ გაუვრცელებია.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო.