პოლიცია პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დასაჯარიმებლად სასამართლოს მიმართავს

პოლიცია პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პოლიციელმა გოგა მემანიშვილმა აქციიდან მედიასთან ისაუბრა.
მემანიშვილის თქმით, რუსთაველზე არ არის გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის საჭირო ადამიანთა რაოდენობა, შესაბამისად, მოხდება აქციის ყველა მონაწილის იდენტიფიცირება, ვინც გაფრთხილების მიუხედავად გზას გადაკეტავს და პოლიცია მათი დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
“შეკრება მანიფესტაციის შესახებ მე-11 პრიმამუხლის დარღვევაა, რაც ითვალისწინებს ადმინსიტრაციული სამართლალდარღვევათა კოდექსის 74-ე პრიმამუხლის ჯარიმას 500 ლარს. ეს აქციის მონაწილეებს ეხება. რაც შეეხება ორგანიზატორს, ჯარიმა 5 000 ლარია. რამდენჯერმე მოვუწოდე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან, რაოდენობიდან გამომდინარე, გზის დაკეტვის საჭიროება არ არის. მოხდება იდენტიფიცირება იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს სავალ ნაწილს და სასამართლო შესაბამისად იმსჯელებს” – ამბობს მემანიშვილი.
ამ წუთებში, პარლამენტის წინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.