პოლიცია “მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა

პოლიცია “მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა.

პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დააკავეს ჩვენი ოპერატორი, ამბობს: “ვნახავთ ვინ არის. სახელი და გვარი არ ვიცი. რამდენიმე პირია დაკავებული და გავარკვევ თქვენი ოპერატორი არის თუ არა”. კითხვაზე, რა იყო პრობლემა, კამერა რომ ხელში ეჭირა და მუშაობდა, მემანიშვილი ამბობს, რომ ის გზის სავალ ნაწილს კეტავდა.

ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს – ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე -ს თანამშრომლების დემონსტრანტების მანქანაში ჩატენვას ცდილობენ. აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებიან პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს წიწაკის სპრეიც.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)