პოლიცია მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს

პოლიცია მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს.

პოლიციელები აჩერებენ პირებს, რომლებიც დროშებით გადაადგილდებიან. ამასთან, პოლიცია მოქალაქეებს უმოწმებს ჩანთებს.

როგორც სამართალდამცავები განმარტავენ, ისინი კანონით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ პრევენციის მიზნით.

“პრევენციის მიზნით, ჩვენ გვაქვს უფლება კანონის თანახმად შევამოწმოთ მოქალაქეები”, – აცხადებს ერთ-ერთი სამართალდამცველი.

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკა გუშინაც მიმდინარეობდა, რა დროსაც „ზედაპირული დათვალიერების“ საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირიც.

პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მომაწილეებს რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.

პროტესტის მონაწილეები მე-8 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.