“პოლიცია იყო დეზორგანიზებული და უმოქმედო, მასობრივი ხოცვის შეჩერება უფრო ადრე შეიძლებოდა” – -ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან თავდასხმაზე იუსტიციის დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდა. საქმე ეხება 2022 წლის მაისში, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში მდებარე სკოლაში მომხდარ სროლას, რა დროსაც თავდამსხმელმა 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი მოკლა. ანგარიშის თანახმად, მასობრივი ხოცვის შეჩერება უფრო ადრე შეიძლებოდა.
როგორც BBC წერს, 575-გვერდიან მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ სათანადოდ არ იმოქმედა. დოკუმენტში სამართალდამცველების ქაოსურ მოქმედებებზეა აქცენტი გაკეთებული.
“დოკუმენტი დაწვრილებით ასახავს თავდასხმაზე დეზორგანიზებულ და დაბნეულ პასუხს როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო პოლიციის მხრიდან. იგი აღწერს, თუ როგორ გამოკეტა პოლიციამ ეჭვმიტანილი საკლასო ოთახში და ელოდა სარეზერვო დახმარებას კართან, ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფოდ შეჭრილიყო ოთახში და შეიარაღებული მამაკაცი დაეკავებინა. მოხსენებაში აღწერილია, თუ როგორ გაატარეს ოფიცრებმა 40 წუთი საკლასო ოთახის კარის გასაღების ძიებაში, რომელიც შესაძლოა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისედაც ღია ყოფილიყო. “კარის სახელური არავის შეუმოწმებია“, – წერია ანგარიშში. იყო დიდი დაბნეულობა, მისკომუნიკაცია, გადაუდებელი გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების ნაკლებობა“, – წერია დოკუმენტში“. შედეგად, თავდამსხმელთან ერთად, 33 მოსწავლე და მათი 3 მასწავლებელი (მათ უმეტესობას თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა), ამ დროის განმავლობაში, რჩებოდა საკლასო ოთახში, რომელთანაც სამართალდამხველები იყვნენ“, – წერს BBC დკუმენტზე დაყრდნობით.
2022 წლის მაისში მომხდარი სროლა -ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან თავდასხმადაა მიჩნეული. უვალდეს დაწყებით სკოლას თავს 18 წლის სალვადორ რამოსი დაესხა თავს. მანამდე მან ბებია მოკლა. როგორც გუბერნატორმა გრეგ ებოტმა თქვა, რამოსი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში წინასწარ აქვეყნებდა. რამოსი პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს მოკლა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი