პოლიციამ ძალის გამოყენებით გახსნა კოროხნალის მაღარო – მაღაროელები

პოლიციამ ძალის გამოყენებით გახსნა ჭიათურაში, კოროხნალის მაღარო. ამის შესახებ ჭიათურის პროტესტის მონაწილე მაღაროელები ჰყვებიან ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში.
თავს დაგვესხნენ”, – ამბობს მაღაროელების პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი ტარიელ მიქაცაძე.
მანამდე პოლიციამ გაავრცელა განცხადება და დააანონსა ჭიათურაში დახურულ მაღაროებთან საპოლიციო ძალების მობილიზება.
“მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია -ს განცხადებაში.
მაღაროელების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კოროხნალის მაღაროსთან იმერეთის პოლიციის უფროსის მოაგდილე მიდის პოლიციის რაზმთან ერთად და მაღაროელებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს.
ჭიათურაში 2 თვეზეა მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროელები კუთვნილი ხელფასის ჩარიცხავს ითხოვდნენ. მაღაროელების მმართველმა კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებს რეორგანიზაციას და თანამშრომლებს მოუწოდა ხელი მოეწერათ განახლებული შეთავაზებისთვის, რასაც მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი არ დათანხმდა. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არ იძლევა გარანტიას, რომ მათი სამუშაო ადგილი შენარჩუნდება. პოლიციამ 4 მაღაროელი სისხლის სამართლის წესით დააკავა. მათ ბრალად მაღაროს უფროსის ცემა ედებათ. ისინი ბრალს უარყოფენ. ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა. მაღაროელები პრობლემის მოგვარებას სახელმწიფოსაგან ითხოვენ, ვინაიდან არ ენდობიან მაღაროს მმართველის კომპანიის დაპირებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება