პოლიციამ რუსთაველზე 20 აქტივისტი დააკავა | სია

შსს აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 16 პირი დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ნეტგაზეთის ინფორმაციით დაკავებულია არა 16, არამედ 20 ადამიანი. ადგილზე პოლიციელები განსხვავებულ ინფორმაციასაც ავრცლებენ. ამბობენ, რომ ზოგიერთი აქტივისტი პირადი შეურაცხყოფის გამო დააკავეს და ა.შ.
· ლაშა დგებუაძე,
· თათია აფრიამაშვილი,
· ნენე გაბლაია,
· დათა ქაშიაშვილი,
· ბექა პაპაშვილი,
· შუშანა მაცაბერიძე,
· ალბი კორძაია,
· თიკა პატარაია
· ნიკა კორძაძე
· ანუკი ჩრდილელი
· რუსკა მაღრაძე
· მარიამ უძილაური
· ლუკა ჭოხონელიძე
· ანი ჭინჭარაული
· დავით სეხნიაშვილი
· ნინი ნაჭყებია
· ნუნუ მაღრაძე
· მარიკო ცომაია
· დავით გუნაშვილი
· თათია ფერაძე
რუსთაველზე აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს. ისინი შეძახილებით “აცილებდნენ” ოცნების დეპუტატებს, რომლებიც მანქანებით საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 9 აქტივისტი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.