პოლიციამ პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდნენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია – რადიო თავისუფლება -ს პრესსამსახურიდან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას.
კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც წესი, აქციის მონაწილეებს პოლიცია წვრილმანი ხულიგნობითა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აკავებენ ხოლმე. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დაკავებულთა შორის არიან მისი პარტიის წევრები იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაკავებების დაწყებამდე გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაახლოებით 22:00 საათზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.
პარლამენტთან ხალხმრავალი აქციისა და მოქალაქეთა დაკავების პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის შენობას ავტომობილებით ტოვებენ.

ასევე დაგაინტერესებთ