პოლიციამ მცხეთა-მთიანეთში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ორი პირი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევები – 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ – 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.
ვ.ხ.ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე დამნაშავე ცხელ კვალზე – ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს: როგორი კონცეფციაც არ უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება მდიდრული და ღარიბული ვარიანტები

ალექს ჩიღვინაძე: აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში