პოლიციამ მოქალაქეებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ შესვლის საშუალება მისცა

პოლიციამ მოქალაქეებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ შესვლის უფლება მისცა.
მანამდე კი, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს არ უშვებდნენ. კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველი გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს.
თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავდნენ, რომ სადგური შეუფერხებლად მუშაობდა.
ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი ასევე -ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი – გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში – თუ ქვეყანა მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტთან, აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და „პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ“