პოლიციამ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დაკეტა

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს არ უშვებენ. კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, ამასთან, ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი მონაკვეთიც.
როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მოქალაქეს უთხრა, “მეტრო დროებით დაკეტილია”.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სადგური შეუფერხებლად მოძრაობს.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით შლიან და აკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება