პოლიციამ იტალიაში 19 ქართველი “ბადანტე” დააკავა, მათ დეპორტი ემუქრებათ

ყალბი დოკუმენტების საქმეზე იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს, რომლებიც იქ მომვლელებად მუშაობდნენ. დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ წინააღმდეგ საჩივარია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში მომუშავე ქართული ემიგრანტული მედია, Ermes.tv ავრცელებს უდინეს პროკურატურაზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველების მიერ უდინეს შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვიანობა ფისკალური კოდის მისაღებად. ყველა მათგანს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობები ჰქონდათ (სლოვაკეთი, პოლონეთი, ლიეტუვა), რაც მათ იტალიაში ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევდათ. ისინი ამ კოდს უდინეში იღებდნენ და შემდეგ სამუშაოდ სხვა რეგიონებში გადადიოდნენ. უდინეს საგამოძიებო უწყებებში დაეჭვდნენ, რომ ეს დოკუმენტები ყალბი იყო. არსებული ინფორმაციით, ისინი საზღვარგარეთ დაამზადეს 600 ევროს სანაცვლოდ.
ჩხრეკა იტალიის არაერთ ქალაქში ჩატარდა. 19 პირი დააკავეს, ხოლო 17 პირის მიმართ ასევე მიმდინარეობს წარმოება.
თაღლითური სქემის დადასტურების შემთხვევაში ქართველებს იტალიიდან გამოაძევებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში