პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, 1972 წელს დაბადებული ი.ვ.-ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფას ნივთებს და ფულს უკანონოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს და მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის