პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ახალი სახელი – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” განისაზღვრა

პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის “ახალი” სახელი განისაზღვრა – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”.
პარტია „ახალი“ პრესსამსახურის ცნობით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად, ანა გოგოლაძე და ანი ქავთარაძე დამტკიცდა.
„დღეს, 4 აგვისტოს, პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად ანა გოგოლაძე და ანი ქავთარაძე დაამტკიცეს.
ასევე, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ქალთა ორგანიზაცია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარედ აირჩა ანა გოგოლაძე და პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. პარტიის ახალი სახელი განისაზღვრა – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა