პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს, ევროკავშირის დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, რის კონტექსტშიც პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო ფორმატების დროულად ინიცირებისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილობით მიმართვას.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოხატავს მზაობას, კვლავ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში.
ამ მიზნით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, რომ დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიცირება.
„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი.
შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მოგმართავთ, დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიციირება. ასევე, გამოვხატავთ მზაობას, კვლავ მივიღოთ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი დათქმა სწორედ პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებითი ბრძოლაა – მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე“, – აღნიშნულია პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ანდრია ჯაღმაიძე, იცი, ის გოგო მოკვდა, ობოლი, ქვრივი, ორ ობოლ შვილს, ავადმყოფ დედას, შშმ ძმას მარტო რომ პატრონობდა… დასახმარებლად რომ მოვიდა საპატრიარქოში. ეზოშიც რომ არ შემოუშვეს

ზეინაბ დიასამიძე: ვეკითხები ხელისუფალთ, საგარეო საქმეთა მინისტრს-მაკა ბოჭორიშვილს: რა რეაგირება გააკეთეთ?! რა შეჰბედეთ უძღებ ოკუპანტებს, რომლებიც ტერიტერიებით ვეღარ ოკდებიან და ეხლა ცოცხალ ალაფად არასრულწლოვანები აირჩიეს!