პოლიტიკური შულერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე და ღარიბაშვილი დაიბარა და მაგრად უსაყვედურაო, მის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს

პოლიტიკური შულერი ამტკიცებს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა და ღარიბაშვილი დაიბარა და მაგრად უსაყვედურაო, მის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს
მძიმე სურათი რომ არის ოპოზიციაში ეს გასაგებია, ვინ ვის შეუერთდეს და ვინ ვისთან შეუღლდეს, ამაზე ხომ უბრალოდ ერთ ბრძანებას ელოდებიან უცხოელი პატრონებისგან, მაგრამ ვაშაძის ფანტაზიას რომ საზღვრები არა აქვს, ესეც ხომ ფაქტია, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ, ს, ირაკლი კობახიძისა და ს შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, ვაშაძემ უნდა დაასაბუთოს, რომ მისი განცხადება ტყუილი არ არის და დაასახელოს ის პიროვნება, ვინც მას მმართველი გუნდიდან აღნიშნული შეხვედრის შესახებ აცნობა. თუმცა, ექსპერტი აცხადებს, რომ ვაშაძე ამას ვერ შეძლებს, რადგან ტრადიციულად ცრუობს.
“პოლიტიკური შულერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილი დაიბარა და… მოკლედ მაგრად უსაყვედურაო. მძიმე სურათი, რომ არის ოპოზიციაში ეს გასაგებია, ვინ ვის შეუერთდეს და ვინ ვისთან შეუღლდეს, ამაზე ხომ უბრალოდ ერთ ბრძანებას ელოდებიან უცხოელი პატრონებისგან, მაგრამ ვაშაძის ფანტაზიას რომ საზღვრები არა აქვს ესეც ხომ ფაქტია. ზაფხული მოდის პოლიტიკური აქტივობები იკლებს, რამე სკანდალი ხომ არის საჭირო, ჭიჭე ვაშაძეც ადგა და დააბრეხვა “ნიუსი.”
არც ირაკლი კობახიძე და არც ირაკლი ღარიბაშვილი, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილი ვაშაძეს არ ჩამოუჯდებოდა და არ მოუყვებოდა ამბებს, ვერც ვაშაძე ვერ შეძვრებოდა მაგიდის ქვეშ რომ შეხვედრაზე გაჟღერებული ამბები მოესმინა, ვერც სახურავიდან მიაყურადებდა, რაღა რჩება? ვაშაძე ამბობს გუნდიდან მითხრესო, აბა თუ ბიჭია დაადოს ხელი ამან და ამან მითხრაო, ვერ ამბობს, ან როგორ იტყვის როცა არ არსებულ ამბავზე საუბრობს? ე.ი. ტრადიციულად ტყუის, ცრუობს, ლაზღანდარობს, ან სხვა რა უნდა ქნას, სხვა რამე იცის?” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
Next: თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა

ასევე დაგაინტერესებთ