პოლიტიკური „რეპი” უნდა ავითვისოთ – მაგალითად, აფთიაქში გიცნეს და შემოგძახეს: „არა რუსულ კანონს!”; მომენტალურად პასუხობ – „გაუმარჯოს ქართულს!”

პოლიტიკური „რეპი” უნდა ავითვისოთ – მაგალითად, აფთიაქში გიცნეს და შემოგძახეს: „არა რუსულ კანონს!”; მომენტალურად პასუხობ – „გაუმარჯოს ქართულს!”
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში იუმორით ეხმიანება.
„პოლიტიკური „რეპი” უნდა ავითვისოთ, განსაკუთრებით მოწინააღმდეგესთან დუეტის ფორმატში. მაგალითად, აფთიაქში გიცნეს და შემოგძახეს: „არა რუსულ კანონს!”; მომენტალურად პასუხობ – „გაუმარჯოს ქართულს!” და ასე, რამდენიმეჯერ, ყოველ შეძახილზე, ოღონდ სწრაფ ტემპში.
თქვენი მეწყვილე დაიღალა და შემოდის შემდეგი სვლით: „მონა! მონა!”. გაითვალისწინეთ, რომ ამით მისი ფანტაზია ზღვარზეა, ამიტომ, ამ შემოძახილის შემდეგ, ინიციატივა თქვენს ხელში უნდა აიღოთ და ასევე სწრაფ ტემპში, „რეპის” სტილში აგრძელებთ: „მონა на მონ-е сидит и მონ-ой погоняет…მონა на მონ-е сидит и მონ-ой погоняет…მონა на მონ-е сидит и მონ-ой погоняет…”.
რაც უფრო სწრაფად ჩაიკითხავთ მოყვანილ ტექსტს, მით უფრო დააბნევთ ამ „რეპით” თქვენს მეწყვილეს. მთავარია, ნაადრევად არ მიიყვანოთ გონების დაკარგვამდე. ვინაიდან წინ გაქვთ მისი უკანასკნელი, ფინალური კოზირი, შეძახილი: „რუსო! რუსო!”.
ამ შემთხვევისთვის მე მაქვს ორი საყვარელი, გამორჩეული პროზაიკული ფრაზა: 1) аляповатая витиеватость твоих умозаключений чудовищно несуразна, ან 2) напрасно ты пытаешься быть иным, чем мог бы быть иначе – чем будучи иным в тех случаях, когда иначе нельзя не быть. სასურველია ეს ფრაზებიც სწრაფად წარმოთქვათ, შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე…“- წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ