ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება სოციალური ქსელიდან და წერს:
მიუხედავად 30 წლიანი დაპირისპირებისა თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ პოლიტპატიმრად ვცნობთ მიხეილ სააკაშვილს და სხვებთან ერთდ ვითხოვთ მის განთავისუფლებასაც, მაგრან ეს არ ცვლის პოლიტიკური შეფასებების არსს. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა ექსპრეზიდენტის მორიგი ფეისბუკ–პოსტი სადაც იგი მოუწოდებს ფერეიდანელ ქართველებს დადგნენ ბარიკადებზე თეირანსა თუ ისპაჰანში ისლამისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის საშიში და უპასუხისმგებლო მოწოდება. რით დამთავრდება რევოლუციური პროცესები ირანში არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში ქართველების მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში შეიძლება დამთავრდეს უმძიმესი შედეგებით. ჩვენ აღარ გვყავს ირანისათვის შესაწირი ქართველები,ისედაც სისხლის ზღვა დაგვიყენეს არაერთხელ და ეს ჩვენი ხალხი ფერეიდანში ისედაც ბეწვზეა დღემდე გადარჩნილი. მაგ ქვეყნის ბედს მიხედოს და მისთვის თავი დადოს 80 მილიონმა სპარსელმა, მათ წარმატებებს ვუსურვებთ. ქართველებმა კი ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ესაა ჩვენი სამყაროსეული მისია. აი, ამიტომ გვქონდა მიხეილ სააკაშვილთან მუდმივი დაპირისპირება. პოლიტიკა ვერ იტანს სიცანცარეს და შვიდთვიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სტრატეგია ბოლოს ტრაგედია ხდება. სწორედ ამით აშინებს ხალხს პუტინიჩ—ივანიშვილის რეჟიმი,რომ აი თუ არა ჩვენ, მოვა მიშა და დაიხოცებით მინიმუმ ომებში. ასეთი განცხადებები კი სწორედ რეჟიმის წისქვილზე ასხავს წყალსა თუ ნავთს. დროა, დავღვინდეთ,დროა. p.s ფერეიდანელ ქართველებთან მიმართებით ჩვენი მთავარი ამოცანაა შევადგინოთ რეალური სახელმწიფო პროგრამა და დავაბრუნოთ სამშობლოში 400 წლის წინ დედის მკერდს მოგლეჯილი ჩვენი სისხლ-ხორცნი.




