პოკროვსკზე ს ჯარების სწრაფი შეტევის გამო უკრაინაში დაჯგუფება “დონეცკის” სარდალი გადააყენეს

უკრაინულ საიტ “უკრაინსკა პრავდასა” და Financial Times-ის თანახმად, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკისკენ ს არმიის ელვისებური წინსვლის გამო პარასკევს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება “დონეცკის” სარდალი ოლექსანდრ ლუცენკო, რომლის ნაცვლად ბრიგადის გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი დაინიშნა.

წყაროს ცნობით, ლუცენკოს მეთაურობით უკრაინულმა ჯარებმა ვერ შეძლეს რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეტევის შეჩერება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა 13 დეკემბრის ცნობაში “დაძაბული უწოდა მდგომარეობას” დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით, პოკროვსკისა და ვრემევსკოეს მიმართულებებზე.
სწორედ იქ უყრიან თავს თავიანთ ძირითად შეტევით ძალებს რუსეთის ჯარები. შეტევების მცდელობა ასევე გრძელდება კურახოვოსა და ლიმანის მიმართულებებზე.
მანამდე რუსმა სამხედრო ბლოგერებმა განაცხადეს ამ დასახლებების აღების შესახებ. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს ალყის თავიდან აცილება, მაგრამ დაკარგეს ტერიტორია კურახოვოს სამხრეთით.
ბრძოლა გრძელდება თავად ქალაქში, გავრცელებული შეფასებით, რუსმა სამხედროებმა მოახერხეს მისი დაახლოებით ნახევრის დაკავება. კერძოდ, აღმოსავლეთ გარეუბანში ოკუპანტებმა კონტროლს დაუქვემდებარეს ელევატორი, რომლის თავზეც რუსმა სამხედროებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.
კურახოვოსა და პოკროვსკის რაიონებში მებრძოლ რუს სამხედროებს დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლამდე 10-15 კილომეტრი აქვთ დარჩენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში