პოეტ ზვიად რატიანს სახლთან თავს დაესხნენ

პოეტ ზვიად რატიანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს.
როგორც ზვიად რატიანი აცხადებს, თავდამსხმელი ოთხი პირი იყო, თავდასხმა კი სახლის სადარბაზოსთან მოხდა.
“მოსაყოლიც არ არის ბევრი. სადარბაზოდან რომ გამოვედი ფეხი დამიდეს. მე რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ. წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ”, – განაცხადა ზვიად რატიანმა „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
ზვიად რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 9 დეკემბერს დატოვა. რატიანი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს