პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად რატიანის ადვოკატი, ალეკო ცქიტიშვილი ავრცელებს.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიჰყავთ საპატიმროში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას ხვალვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – წერს ადვოკატი.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?