პოდოლიაკი ოცნებას: ძალიან სწორი იქნება სააკაშვილთან დაკავშირებით ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ქართულ ოცნებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
“ბატონ სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო პერიოდულობით, ალბათ კვირაში ერთხელ უკავშირდება საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას ამა თუ იმ მოთხოვნით და უკრაინის პრეზიდენტი მრავალჯერ აცხადებდა იმას, რომ ის ითხოვს, გაშვებული იყოს სააკაშვილი არა ში, არამედ ევროპულ ქვეყანაში, რათა [შესაბამისი] მკურნალობა ჩაუტარდეს”, – აღნიშნა მან.
ამასთან, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას სააკაშვილთან დაკავშირებით არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის გათავისუფლება ძალიან სწორი და ჰუმანური ნაბიჯი იქნება.
“ეს ფენომენი ამოუცნობია ჩემთვის, მესმის, რომ ქართულ ოცნებას ეროვნული გზავნილები აქვს, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ისტორიულად არასწორი სტრატეგია აქვთ. ისტორია უნდა წერდეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში და ის შეიძლება გაშვებული იყოს ნებისმიერ ქვეყანაში, რათა შესაბამისი მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს.
მე ყოველთვის ხაზს გავუსვამ და ვიტყვი იმას, რომ უკრაინა ძალიან დაინტერესებულია იმაში, რომ სააკაშვილი იყოს სრულიად იყოს გათავისუფლებული და შეეძლოს თავისუფლად ყოფნა და არა პატიმრობაში. ისტორიული სამართლიანობისთვის, იმისთვის, რომ ისტორია გამოიყურებოდეს ეფექტურად და სწორად, ეს იქნებოდა ძალიან კარგი მოქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ძალიან სწორი იქნებოდა მათი მხრიდან ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა სააკაშვილთან დაკავშირებით”, – თქვა პოდოლიაკმა.