პოდოლიაკის ეს მცდელობა, ირიბად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საქართველოში არეულობის შექმნის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით

„პოდოლიაკის განცხადება, რომელიც დაჟინებით ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, თუ გადაყვანას და მისი მკურნალობის თემის წამოწევა, ვფიქრობ კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საქართველოში გამოიწვიოს შიდა არეულობა და ირიბი მცდელობაა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ შემცირებულა“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე კვლავ დიდია. „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ პატიმარ ს უფლებები ჯანდაცვის სერვისების მიღების თვალსაზრისით არ ირღვევა და მის მიმართ სამართლიანი მიდგომა განხორციელებულია.
პოდოლიაკის განცხადება, რომელიც დაჟინებით ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, თუ გადაყვანას და ზოგადად მისი მკურნალობის თემის წამოწევა, ვფიქრობ კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საქართველოში გამოიწვიოს შიდა არეულობა და ირიბი მცდელობაა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ შემცირებულა, უფრო სწორად არ გამქრალა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს, რომელიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და არ ვიცით ძალთა ბალანსი როგორ გადანაწილდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე კვლავ დიდია.
პოდოლიაკის ეს მცდელობა, ირიბად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საქართველოში არეულობის შექმნის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით. განსაკუთრებით კი, თუ ამას განვიხილავთ იმ კონტექსტში, რაც ახლა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ტერორისტული აქტის შესახებ, როდესაც ცდილობდნენ საქართველოს ტერიტორიის გავლით, ს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების და ნივთიერებების შეტანას, ყველაფერ ამას თუ დავაჯგუფებთ, ძალიან რეალური ხდება ეს ვარაუდი. ასე რომ, საფრთხე კვლავ დიდია. მე მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ სიფრთხილე არ მოადუნონ“, – განაცხადა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!