საღამოს 9 საათისთვის, როდესაც პარლამენტის პლენარული სესია დასრულდა, პარლამენტის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მორიგი დემონსტაცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.
შეხლა-შემოხლაა პოლიციასა და დემონტრანტებს შორის, – მათ შორის ნიკა მელიას, პარტია „ახალის“ წევრ, ყოფილ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის.
პარლამენტის შენობის გარშემო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.
დემონსტრანტებმა ჭიშკრისკენ, რომლის უკანაც პოლიციელები დგანან, კვერცხები ისროლეს.
შსს-ს ადგილზე მობილიზებული ჰყავს თანამშრომლები და დამატებით ძალებსაც ამატებს. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც (წყლის ჭავლის/ხმოვანი ავტომობილი).
ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც სპეციალური აღჭურვილობით (ე.წ „რობოკოპები“).
შსს აცხადებს, რომ მობილიზებულები სამართალდამცველები „იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას“.
უწყების განცხადებით, პოლიციელები „დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან“.
პოლიცია მოუწოდებს შეკრებილებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.