პლასტიკური ოპერაციების ჩატარების სიმრავლით აშშ ლიდერობს, ათეულშია რუსეთი – Isaps International

2022 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი – 7461 პლასტიკური ოპერაცია -ში ჩატარდა. ეს ციფრი მთლიანად, მსოფლიოში ჩატარებული ოპერაციების 14%. სამეულშია ბრაზილია და იაპონია. ამის შესახებ Isaps International-ის 2022 წლის ანგარიშშია საუბარი.
ათეულში მოხვდა , სადაც 2022 წელს 2000 პლასტიკური ოპერაცია ჩატარდა (3.2%), მე-12 ადგილზეა თურქეთი, სადაც 1200 ოპერაცია (2.4%), ა 28 ადგილზე, იქ 2022 წელს 350 პლასტიკური ოპერაცია (0.7%).
იმ ქვეყნების 15-ეული, სადაც 2022 წელს ყველაზე მეტი პლასტიკური ოპერაცია ჩატარდა ასეთია:
აშშ – 7 461 ოპერაცია – მთლიანად, მსოფლიოში ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების 14%;
ბრაზილია – 6 200 – 11.6%;
იაპონია – 3050 – 5.7%;
ჩინეთი – 3000 – 5.6%;
სამხრეთ კორეა – 2718 -5.1%;
ინდოეთი – 2600 – 4.9%;
მექსიკა – 2394 – 4.5%;
არგენტინა – 2200 – 4.1%;
რუსეთი – 2000 – 3.8%;
გერმანია – 1550 – 2.9%;
ეგვიპტე – 1450 – 2.7%;
თურქეთი – 1300 – 2.4%;
კოლუმბია – 1200 – 2.3%;
იტალია – 1151 – 2.2%;
საფრანგეთი – 1000 – 1.9%.
კვლევაში 30 ქვეყნის მონაცემებს შორის საქართველო არ არის. თუმცა „კომერსანტი“ წერდა, რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციების სამეულში ცხვირის, მკერდის პლასტიკა და ლიპოსკულტურაა.
პლასტიკური ქირურგია, ერთ-ერთი გამონაკლისი დარგი იყო, რომელზე მოთხოვნა პანდემიის პერიოდშიც კი არ შენელებულა, პირიქით გაიზარდა. ეს ტენდენცია პანდემიის შემდეგაც გრძელდება. ამას 2022 წელს რუსეთსა და უკრაინაში ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების რაოდენობაც ადასტურებს.
ჩვენს მიერ გამოკითხულ კლინიკებში რინოპლასტიკის (ცხვირის პლასტიკა) ფასები – 2200-დან 8500 ლარამდეა, მკერდის პლასტიკის – 4500-დან 16 000-მდე, ლიპოსკულტურის – 12 000-დან – 16 000 ლარამდე.

ასევე დაგაინტერესებთ