პიტერ ფიშერი – საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან

საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან. ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხები და არა შიდა საქმეები, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ვენის მექანიზმის გააქტიურებას ეხმაურება.
„ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებებისა და მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის გარეშე“, – წერს ელჩი.
შეგახსენებთ, 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ