პიტერ სტანო – უკრაინის ჰიდროელექტროსადგურებზე დარტყმები პუტინის პასუხია ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მასთან მშვიდობა შესაძლებელია

უკრაინის ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ ს დარტყმები პასუხია მათთვის, ვისაც პუტინთან მშვიდობის შესახებ მოლაპარაკების ჯერ კიდევ სჯერა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაგრძელებასა და გაძლიერებას, როდესაც რუსეთი უკრაინელი ხალხის ტერორიზებას აგრძელებს ასობით რაკეტისა და დრონის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბური თავდასხმების განხორციელებით, და სულ უფრო მეტად – კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
“ეს ამ აგრესიის ბუნებას აჩვენებს. ეს ასევე პუტინის პასუხია ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მასთან მშვიდობა შესაძლებელია. ეს იმის მოდელია, თუ როგორ პასუხობს ის მშვიდობის მისაღწევად ნებისმიერ ძალისხმევას, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე მშვიდობის შესახებ ნებისმიერ დისკუსიებს – უბრალოდ სისასტიკეს ზრდის, რომლითაც ის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზებას ახდენს,” – განაცხადა სტანომ.
მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმები ომის დანაშაულს წარმოადგენს, და ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ