პიტერ სიიარტო – ცუდი ამბავი ომის მომხრე ლობისთვის, -ს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს, მზადება მიმდინარეობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს და მზადება მიმდინარეობს.
„ცუდი ამბავი ომის მომხრე ლობისთვის და კარგი ამბავი მათთვის, ვისაც მშვიდობა სურს. -ის სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოსთან ჩემი შეხვედრის შემდეგ ნათელია, რომ აშშ-ს ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტის ჩატარებაზე უარი არ უთქვამს. მზადება მიმდინარეობს და ერთადერთი კითხვა დროს ეხება და არა განზრახვას“, – წერს სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. “არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ“, – დასძინა ტრამპმა.