პიტერ სიიარტო – უნგრეთი მზად არის აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივ სამიტს უმასპინძლოს

უნგრეთი მზად არის -ს, რუსეთსა და ს შორის სამმხრივ სამიტს უმასპინძლოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
პიტერ სიიარტო Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ს შორის სამმხრივი სამიტის ჩატარების შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავს.
„საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და უსაფრთხო პირობები უზრუნველვყოთ. მოხარული ვიქნებით, თუ სამშვიდობო მცდელობების წარმატებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ამასთან, სიიარტომ უარყო Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაურეკა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილა, კერძოდ ის, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
„მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ მსგავსი ზარი არ ყოფილა. საერთოდ არ ყოფილა“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.