პიტერ სიიარტო – პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, ს სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
„პოლონეთის მთავრობის ლიდერები, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ როდესაც პოლონეთში კანონის უზენაესობას არღვევენ, ლექციებს გვიკითხავენ იმის შესახებ, თუ რა არის ევროპის ინტერესებში. ისინი თვლიან, რომ ეს ომის გაგრძელებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მშვიდობაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სიკვდილი და ნგრევაა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობის დამყარებაა“, – წერს სიიარტო.
მისი თქმით, „ახლა მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი არსებობს: დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა შეიძლება წარმატებული იყოს“.
„სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა, დანარჩენ ბრიუსელთან ერთად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას ცდილობს“, – აღნიშნავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება