პიტერ სიიარტო – ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟისთვის

ამ კვირაში ყველას ყურადღება ალასკისკენაა მიპყრობილი, რადგან ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, გადამწყვეტი ნაბიჯი იყოს უკრაინაში ომის დასრულებისკენ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, სამიტის წინ არსებულ პოლიტიკურ გარემოებებზე რუსეთის ვიცე-პრემიერთან, დენის მანტუროვთან ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე უნგრეთის პოზიცია: ომი არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. ამერიკულ-რუსული შეთანხმება მშვიდობის საუკეთესო შანსს იძლევა. სწორედ ამიტომ მიესალმება უნგრეთი ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრას“, – წერს სიიარტო.
მისი მტკიცებით, ომის მომხრე პოლიტიკოსები ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟის მიზნით.
„სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყოველ დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის წარმატების საბოტაჟის მიზნით. უნგრეთს სურს, რომ სამიტი წარმატებული იყოს, უზრუნველყოფს ყველა საჭირო მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს მისი დაბლოკვის ან საბოტაჟის მცდელობები“, – წერს პიტერ სიიარტო.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე