პიტერ სიარტო: ჩვენ სამეზობლოში მშვიდობა გვსურს, უნგრეთი მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

უნგრეთი მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა.

„ჩვენ ვგმობთ ომს. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს. ასევე, უფრო ინტენსიურად უნდა ვისაუბროთ მშვიდობის აუცილებლობაზე საერთაშორისო პოლიტიკაში“, – აღნიშნა მან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უნგრეთმა და სხვა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავიანთი ძალისხმევა, რათა უკრაინაში ხალხმა მშვიდად იცხოვროს.

„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მშვიდობის დროს შეიძლება“, – დასძინა სიარტომ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში