“პიროტექნიკა კი არა ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის დაამცირო” – გენერალ მაიორი კაპანაძე

გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე “ბა­თუ­მე­ლებ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებზე ვრცლად საუბრობს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, რაც ახლა ხდე­ბა, ეს არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მიც და და­ბა­ლი მო­რა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­ბო­რო­ტე­ბა, დის­ციპ­ლი­ნის არარ­სე­ბო­ბა.

“პი­რო­ტექ­ნი­კის სრო­ლა კი არა, მე­ო­რე მხრი­დან ტყვი­ამფრქვევს როცა გეს­ვრი­ან, ან თვითმფრი­ნა­ვი­დან გაყ­რი­ან ბომ­ბებს და შენ ტყვედ ჩა­იგ­დე ვინ­მე, არ გაქვს უფ­ლე­ბა, ის სცე­მო და და­ამ­ცი­რო, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნო, ეს არის ომის კა­ნო­ნე­ბის რღვე­ვა, რა­საც ჩვენ პირ­და­პირ ვხე­დავთ ახლა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში.

2008 წელს რომ რუსი მფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და, ვინ­მემ ცემა? მას უმ­კურ­ნა­ლეს და უკან ჩა­ა­ბა­რეს ხომ? ამი­ტო­მა­ცაა, ჩვენ ან­წუ­ხე­ლი­ძე რომ გვყავს. რუ­სებს და ოსებს ან­წუ­ხე­ლი­ძე არ ჰყავთ. ერთი ის, რომ ამას გმი­რო­ბა სჭირ­დე­ბა, მე­ო­რე – ჩვე­ნებს არა­ვინ არ მო­უკ­ლავთ ცე­მა­ში დრო­შა­ზე დად­გო­მის­თვის.

რაც ახლა ხდე­ბა, ეს არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მიც და და­ბა­ლი მო­რა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­ბო­რო­ტე­ბა, დის­ციპ­ლი­ნის არარ­სე­ბო­ბა… თუ ამას აკე­თებს პო­ლი­ცი­ე­ლი თა­ვი­სი ნე­ბით –ეს უდის­ციპ­ლი­ნო­ბაა, თუ ზემ­დგო­მის ბრძა­ნე­ბით – ეს და­ბა­ლი მო­რა­ლის და ში­შის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან მათ აქვთ კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლონ ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კა­ნო­ნებს”- აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ვართ მოწმე თუ როგორ იყენებენ არადემოკრატიული ძალები ხელოვნურ დაბრკოლებებს რუმინეთში, რათა ადამიანებს ხელი შეუშალონ აირჩიონ ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ