პირობა დადეს, რომ აღარ მიუბრუნდებოდნენ, პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – კინწურაშვილი რუსულ კანონზე

მსახიობი კახა კინწურაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის მიღების კიდევ ერთ მცდელობას ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი პირობა საზოგადოებას “თავზე გადაახია”.
“ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! თავი რომ დავანებოთ საფრთხეებს რაც ამ კანონის მიღების მერე შეექმნება ხალხს და ქვეყანას?! ეს, თავის დაბრმავების და უნამუსობის ახალი საფეხურია!”, – წერს კახა კინწურაშვილი.
კინწურაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” შარშან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე დატოვა, მიზეზად კი არხის საინფორმაციო პოლიტიკა დაასახელა.
“ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი”, – თქვა მაშინ კინწურაშვილმა.
“ქართული ოცნება” რუსულ კანონს, უკვე მეორედ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს დაარეგისტრირებს.
3 აპრილს, პარტიის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა, რომ ძველ და ახალ “რუსულ კანონებს” შორის განსხვავება მხოლოდ სახელშია – “უცხოური გავლენის აგენტის” ნაცვლად, ახლა მათი სამიზნე “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა“.
წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” ინტერვიუ კახა კინწურაშვილთან:
· ისეთ კომპრომისზე არ უნდა წახვიდე, რომ შეგცვალოს – საუბარი კახა კინწურაშვილთან

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა