პირი, რომელიც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა, სამართალდამცველებმა საჩვენებლად დააკავეს და 5 წუთში გაათავისუფლეს (ვიდეო)

პირი, რომელიც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა, პოლიციამ მხოლოდ საჩვენებლად დააკავა.

“პირველების“ მოპოვებული ვიდეო მასალით  დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი ჩვენი ჟურნალისტის მიერ პოლიციელებისთვის დასმული კითხვების შემდეგ, საჩვენებლად დააკავეს და პოლიციის მანქანით წაიყვანეს, პარლამენტის უკან მდებარე ქუჩაზე ჩამოსვეს. ერთ-ერთი პირი, ვინც პოლიციელის და თავდამსხმელის საუბარი მოისმინა, კონფიდენციალურად “პირველებს“ უყვება, რომ ესმოდა სამართალდამცველების კითხვა – “რატომ გაშიფრე”

შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, ამ დროისთვის დაუდგენელი პირი “ტვ პირველის“ პიდაპირი ჩართვის ჩაშლას ცდილობდა, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და იგინებოდა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით