პირველ კვარტალში ოქროზე გლობალური მოთხოვნა 16%-ით გაიზარდა – WGC

2025 წლის პირველ კვარტალში ოქროზე გლობალურმა მოთხოვნამ, ბირჟის გარეთ (OTC) ტრანზაქციების გამოკლებით, 1.31 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. მონაცემებს ოქროს მსოფლიო საბჭო (WGC) ავრცელებს.
მაღალი ფასების გამო, საიუველირო ნაწარმზე მოთხოვნა 2020 წლის, Covid-19-ის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. თუმცა, ETF-ებში ოქროს მკვეთრმა შემოდინებამ ინვესტიციებზე მოთხოვნა 2.7-ჯერ გაზარდა 552 ტონამდე, რაც 2022 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მონეტებსა და ზოდებზე მოთხოვნა ასევე საშუალოზე მაღალი რჩება.
ოქროს წარმოებამ პირველ კვარტალში რეკორდულ 856 ტონას მიაღწია, ხოლო საერთო მიწოდება 1%-ით გაიზარდა და 1,206 ათას ტონას მიაღწია.
ვრცლად interfax-ზე