პირველი წინადადება უარყოფილია – თურქებს მიქაუტაძის ხელში ჩაგდება ჯერ არ გამოუვიდათ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ცნობას, რომ “გალათასარაიმ” “ლიონს” გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მართლაც მიმართა.
თურქული მხარის შეთავაზება 17 მილიონ ევროს პლუს ბონუსები შეადგენდა, რამაც ფრანგები ვერ მოხიბლა. “ოლიმპიკი” სტამბოლელების ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.
უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ “გალათასარაი” მოლაპარაკებებში გაუმჯობესებული წინადადებით დაბრუნდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ლიონს” ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.
შეხსენებისთვის, სავარაუდოდ “გალათასარაის” ვიქტორ ოსიმენი დატოვებს და მიქაუტაძე მის შემცვლელად მოიაზრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში