პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “მონცას” ვერ ამარცხებს

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
პოლიტანოსა და ოსიმენის დისკვალიფიკაციის და ნათანის ტრავმის გამო ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციებზე მოქმედებდა და პერეირას ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი შანსი მასპინძლებს მე-40 წუთზე მიეცათ, მაგრამ ანგისას გატანა მეკარე დი გრეგორიომ არ დაანება, შემდეგ „კვარას“ დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი – მონცა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში