სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ინტერთან“ 0:1 მარცხდება.
ტრავმამორჩენილი ოსიმენი პირველად დააყენეს ძირითად შემადგენლობაში, „რეალთან“ მატჩში დაშავებული ზილენსკის ნაცვლად კი მწვრთნელმა მაცარიმ სასტარტოში ელმასს მიუჩინა ადგილი. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ლობოტკას შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ტიურამმა გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდა დარმიანი, ხვიჩამ კარგი პასი ელმას გაუკეთა, რომლის ჩაწოდებული ბურთი ზომერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ნეაპოლელთაგან არავინ აღმოჩნდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა, კიდევ ერთი შანსი პოლიტანოს
მიეცა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის ბოლოს კი ჩალჰანოღლუმ მილანური გუნდი დააწინაურა.
ნაპოლი – ინტერი
გოლი: ჩალჰანოღლუ (44)
კვარას გამო ვუყურებ ყველა საზომით – საშუალო დონის ნაპოლის თამაშებს მაგრამ ვატყობ ნელნელა მეკარგება ხალისი, სამწუხაროდ ვეღარ ყოჩაღობს ჩვენი ბიჭი 🙁 ელმასი ბევრად უკეთეს ფორმაშია. იმედია მეორე ტაიმში იყოჩაღებს
რას უშვება ის ცოლი რაც მოიყვანა აჩრდილიღა დადის….. მბაპეს ვინის და ასეთი ხალხის გვერდით რომ უნდა ყოფნა მთელი ტაიმი კაცის მოტყუებაზე როარ წავა.. კარისკენ როარ გაიხედავს… სკამზე უნდა მოსვან ციტახანი იქნებ გამოფხიზლდეს