პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “მონცასთან” 0:1 მარცხდება

სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „მონცასთან“ 0:1 მარცხდება.
„ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და როგორც ხშირად ხდება, გოლი გაუშვა – ჟუან ჟეზუსს ჯურიჩმა დაასწრო და მერეტის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში შესანიშნავი შანსი დი ლორენცომ ვერ გამოიყენა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. 39-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარე დე გრეგორიომ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მონცა – ნაპოლი
გოლები: 1:0
ჯურიჩი (9)

ასევე დაგაინტერესებთ

“პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები” – ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა