პოლიტპატიმრების განთავისუფლება მოახლოვდა
ისტორიული გადაწყვეტილებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
ვენესუელის პარლამენტმა პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საშუალებას იძლევა.
კანონპროექტი ითვალისწინებს პატიმრებისთვის ქონების დაბრუნებას, აგრეთვე აუქმებს იმ ზომებს, რომლებიც ადრე დევნილობაში მყოფი ოპოზიციონერების წინააღმდეგ იყო დაწესებული, რითაც მათ სამშობლოში დაბრუნების გზა გაეხსნებათ.
მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.




