პირველი აუქციონიდან მეორე აუქციონამდე ტარიფების ცალსახა კლებაა, იმიტომ რომ კონკურენცია გაიზარდა – ლევან ვეფხვაძე CFD აუქციონების პირდაპირი კონტრაქტებით ჩანაცვლებაზე

პირველი აუქციონიდან მეორე აუქციონამდე ტარიფების ცალსახა კლებაა, იმიტომ რომ კონკურენცია გაიზარდა – ლევან ვეფხვაძე CFD აუქციონების პირდაპირი კონტრაქტებით ჩანაცვლებაზე
„თუ ტენდენციას შევხედავთ, პირველი აუქციონიდან მეორე აუქციონამდე ტარიფების ცალსახა კლებაა, იმიტომ რომ კონკურენცია გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, მესამე აუქციონი რომ ჩატარდეს, კლება კიდევ იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ bm.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ენერგეტიკის დარგში CFD აუქციონების ნაცვლად, პირდაპირი კონტრაქტების მექანიზმის ამოქმედება სწორია.
„თუ ტენდენციას შევხედავთ, პირველი აუქციონიდან მეორე აუქციონამდე ტარიფების ცალსახა კლებაა, იმიტომ რომ კონკურენცია გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, მესამე აუქციონი რომ ჩატარდეს, კლება კიდევ იქნება. ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ რომ ტექნოლოგიურად განსხვავებული დამოკიდებულებებია. ასევე ბევრი მონაწილე როცა შემოდის, იქ კომპეტენცია დაბლა იწევს და შეიძლება რომელიმე კომპანიამ, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, შეიძლება ჩათვალოს, რომ იაფად შეუძლია ააშენოს. მიდგომა სწორია, ჯობს აუქციონებში გავჩერდეთ და შევხედოთ, მოახერხებენ თუ არა კომპანიები, წავიდნენ იმ ფასებით, რაც მეორე აუქციონზე დაფიქსირდა. სახელმწიფომ კეთილი ნება გამოხატა, რაც სწორია და ვნახოთ, როგორ მოხდება ამ სიტუაციის გამოყენება კომპანიების მხრიდან
როდესაც ჩვენ ჰიდროენერგიის მიმართულება ერთ კალათაში ჩავყარეთ და ვთქვით, რომ ამ ერთი კალათიდან დავადგინოთ ტარიფის საშუალო ღირებულება, შეიძლება ბოლომდე სწორი არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ორ მეგავატამდე სადგურის მიერთება 5-6-ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ორ მეგავატს ზემოთ. ამიტომ აქ შიგნით რაღაცა დიფერენციაცია შეიძლება მოხდეს და ტარიფები ამ კუთხით გადაიხედოს, სადაც ტექნოლოგიურად უფრო რთული და ძვირია, სხვა მიდგომები იყოს, სადაც უფრო იაფი – იქ სხვა“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ