“პირველებმა” იმ პირის ვინაობა დაადგინა, ვინც აქციის მონაწილეებს თავს ბიტით დაესხა

ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული პირი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ “კინოთეატრ ამირანის” მიდებარედ აქციის მონაწილეებს თავს დაესხა, ნიკოლოზ ჭკუასეალია.

“პირველების” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ჭკუასელი, პროსახელისუფლებო მოძრაობა ანტიმაიდნის წევრია.

ცოტა ხნსი წინ, თბილისში საპროტესტო მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებს თავს 2 პირი დაესხა, ერთი ხანჯლით შეიარაღებული იყო, მეორე ბიტით. დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შეირაღებულ თავდამსხმელებს გიორგი მამუჩიშვილი არ აკავებს და დანაშაულის ადგილის დატოვების საშუალებას აძლევს.

ვიდეომასალით დგინდება, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი თავად პოლიცილეზეც კი ძალადობს, თუმცა რეაგირება ამას არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე – კორუმპირებული და არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის