პირველად 2009 წლის შემდეგ ОДКБ-ს სამიტი სომხეთის გარეშე ჩატარდება – ფაშინიანი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მომავალ სამიტში, რომელიც მინსკში 23 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.
სამიტზე არყოფნის შესახებ ფაშინიანმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრისას აცნობა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „გამოთქვა იმედი, რომ მისი კოლეგები ОДКБ-ში ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან“, – განმარტავენ მთავრობის პრესსამსახურში.
ამრიგად, სომხეთი 2009 წლის შემდეგ პირველად არ მიიღებს მონაწილეობას ОДКБ-ს სამიტში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ კრემლმა არ იცოდა პაშინიანის გადაწყვეტილების შესახებ. ”თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეგვიძლია გამოვხატოთ სინანული,” – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერევანი იძულებული გახდა რუსეთის ქმედებების გამო გადაეხედა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის და ეძია ახალი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა ვერ შეასრულა თავისი მოკავშირული მოვალეობები სომხეთის წინაშე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და თქვა, რომ ვერ ხედავს რაიმე უპირატესობას ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების არსებობაში.
ОДКБ არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს.