პირველად საქართველოში, Fast Track ექსკლუზიური სერვისი Visa ბარათის მფლობელებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაინერგა

Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, TAV Operation Services (TAV OS)-სთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში პირველად – Fast Track სერვისი დანერგა და Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური ტერმინალი – Fast Track Empowered by Visa გახსნა.
Visa-ს პრემიული ბარათის მომხმარებლებს შეუძლიათ Fast Track ე.წ. სწრაფი დერეფნის სერვისით ისარგებლონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებითა და გრძელი რიგების გვერდის ავლით. Fast Track ყველა საჭირო პროცედურის უმოკლეს დროში გავლას უზრუნველყოფს და ის ხელმისაწვდომია Visa Premium ბარათის მფლობელებისთვის: Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business.